Airmax AC სერიის მოწყობილობებს აქვს ორი ძირითადი უპირატესობა Airmax M სერიის მოწყობილობებთან, უფრო მაღალი გამტარუნარინობა და მოქნილი სიხშირული სპექტრის ანალიზატორი. LBE-5AC-Gen2 წარმოადგენს Airmax AC სერიის უახლეს პროდუქტს, მუშაობს 5 GHz სიხშირეზე,შესაძლებელია მისი გამოყენება როგორც წერტილი- წერტილი კავშირისთვის, ასევე წერტილი მრავალწერტილის შემთხვევაში. აქვს ვერტიკალური და ჰორიზონტალური პოლარიზაცია. გამოირჩევა კომპაქტური შეფუთვით, აწყობის სიმარტივით და რაც მთავარია დაბალი ფასით.